სტუდენტების კომენტარები

ზვიად აძინბაია (სტუდენტი)

“ორი წლის წინ დავამთავრე ქალანის მე-12 საფეხური. ეს იყო ჩემი ახალი ინგლისურის დასაწყისი. ქალანის მეთოდი დამეხმარა შემევსო ის ხარვეზები, რაც ინგლისურად საუბრისას ან სმენისას გამაჩნდა და რაც ჩემს ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენდა. ჩემმა მართლაც საოცრად პროფესიონალმა მასწავლებელმა ეკა ჯმუხაძემ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციური სწავლება ნებისმიერ სფეროში. ქალანის მეთოდი წარმოადგენს ენის სწავლების კომპლექსურ და უახლეს მეთოდს, სადაც ორიენტაცია შედეგზეა და არა რაოდენობაზე. მე-12 საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ, შევძელი მონაწილეობა მიმეღო უამრავ ადგილობრივ და გლობალურ ახალგაზრდულ პროექტებში. დღეს ვსწავლობ ჯონ კებოტის ამერიკულ უნივერსიტეტში (რომი, იტალია).

ცოტა ხნის წინათ შევუარე ბრიტანულ ცენტრს, მომენატრა ზოგადად იქაურობა, განსაკუთრებით ჩემი მასწავლებელი. არ შემიძლია არ აღვნიშნო იქაური სასწავლო ატმოსფერო და ძალიან თბილი ადამიანები, მენეჯერით დაწყებული, თითოეული მასწავლებელით დამთავრებული. დღეს ქალანის მეთოდი ძალიან მოდერნიზებულია და ბევრად მეტს სთავაზობს მის სტუდენტებს. ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვურჩევდი დაეზოგა დრო და თანხა და ამასთან ერთად მიეღო მაღალი დონის განათლება ქალანის მეთოდთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ ყველა მსმენელს.“

 

ვლადიმერ გელაშვილი (შპს კანარგო ჯორჯია - მოპოვების ინჟინერი)

“ბრიტანულ ცენტრში მიღებული ცოდნა დამეხმარა სამსახურეობრივ წინსვლაში. ცხოვრების ეტაპი , რომელიც არასდროს დამავიწყდება.“

 

ციცინო გახოკიძე (პედაგოგიკის დოქტორი, იურისტი, ავიაციის უნივერსიტეტის სრული პროფესორი)

“მომწონს სწავლის პროცესი. სისტემა გამართულია. ხალისით მიმდინარეობს მეცადინეობა. ქალანის მეთოდი ძალიან ეფექტურია. 8 საფეხურის გავლამ მომცა ის, რომ უცხოელებთან ვსაუბრობ თავისუფლად. ხელი შემიწყო არამხოლოდ ინგლისურად საუბრის გამართვაში, არამედ სამსახურეობრივი საქმიანობის კორექტულად წარმარტვაშიც. მსურს უფრო მეტად გავიღრმაო ინგლისური ენის ცოდნა, ამიტომაც ვაგრძელებ სიარულს ბრიტანულ ცენტრში.“

 

თორნიკე დადიანი (მომღერალი)

“ბრიტანულ ცენტრში“ მეგობრების რჩევით დავიწყე ინგლისური ენის ცოდნის გამყარება. ქალანის მეთოდი არის საუკეთესო საშუალება მათთვის, ვისაც სურს მინიმალურ დროში მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. ჯგუფური გაკვეთილები და სასიამოვნო ატმოსფერო ხელს უწყობს ადამიანს თავი იგრძნოს კომფორტულად და მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს ინგლისურ ენაზე. ცენტრში მომუშავე პედაგოგების პროფესიონალიზმი და ჩემს თავზე გამოცდილი შედეგი მაძლევს საშუალებას, ყველას გირჩიოთ „ბრიტანულ ცენტრში“ სწავლის დაწყება.“

 

თეონა ბებია (მედიაციის განყოფილების უფროსი - დავების დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური)

“ინგლისური ენის ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში წარმატების უმთავრესი პირობაა. ბრიტანულ ცენტრში კი საუკეთესო პირობებია ინგლისური ენის მაღალი ხარისხით შესწავლისთვის. ეს ცენტრი თავის მსმენელებს ეხმარება გახდნენ თავდაჯერებულნი, განსაკუთრებით ინგლისური ენის, როგორც ურთიერთობის საშუალების გამოყენებისას, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის“

 

თათა მათიკაშვილი (პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად კომპანია “Event 404 “ მენეჯერი)

“ბრიტანული ცენტრი ძალიან მიყვარს!

ქალანი საინტერესო მეთოდია. იმდენად განსხვავებული და სწრაფი, რომ გაკვეთილზე დრო ისე გადის ვერც კი ვამჩნევთ.

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე სახლში სამეცადინოდ დრო საერთოდ არ მრჩება, ამიტომ ხშირად ვუსმენ CD_ს მანქანაში.

ქალანი მეთოდია , რომლის ერთ-ერთი სლოგანია “ლაპარაკი ფიქრის გარეშე. “

 

ქეთა გავაშელი (მსახიობი და ფოტო მოდელი)

“ქალანის მეთოდი იდეალური ვარიანტია ცხოვრების სწრაფ რიტმს ჩქარი ნაბიჯით აჰყვე და სწრაფად აითვისო ენა. ” ბრიტანული ცენტრი” ასევე, ძალიან მაგარი მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული.“

 

ნინო ონიანი (მოსამართლე)

“ბრიტანულ ცენტრში შეძენილი ცოდნა დამეხმარა ჩემს შემდგომ სამეცნიერო კარიერის წინსვლაში და ინგლისური ენის იურიდიული თვალსაზრისით განვითარებაში. “

 

ნატო ებანოიძე (მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. )

“მე და ჩემი კოლეგები ძალიან დიდი ხანი ვაპირებდით ინგლისური ენის გაუმჯობესებას, მაგრამ როგორც კი გაგვახსენდებოდა ჩვენი გიჟური გრაფიკი, ეს თემა მომენტალურად მეორეხარისხოვანი ხდებოდა. მერე მეგობარმა გვირჩია მიგვემართა ბრიტანული ცენტრისთვის. ასეც მოხდა. მათ გამოგვიყვეს მასწავლებელი, რომელიც უშუალოდ მარჯანიშვილის თეატრში მოდიოდა და აქ გვიტარებდა გაკვეთილებს. რაც შეეხება ქალანის მეთოდს ეს ისეთი მეთოდია ძაანაც რომ არ გინდოდეს მაინც გასწავლის რამეს. სწრაფ რეჟიმში სწრაფად ათვისებადი.“

 

მალაქი ფირცხალავა (ბიოფიზიკოსი)

“ქალანი ეფექტური მეთოდია! ეფექტური მეთოდის და მასწავლებლების პროფესიონალიზმის შედეგად ვგრძნობ მნიშვნელოვან წინსვლას ინგლისური ენის შესწავლის პროცესში. ინგლისურის ცოდნა კი მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. “

 

მაია იმერლიშვილი (ექიმი სტომატოლოგი)

“ყველასთვის ვისაც აქვს დასახული მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა და დრო. მე ვარ ბრიტანული ცენტრის კურსდამთავრებული. ყოველთვის მეგონა რომ ინგლისური ენის შესასწავლად დამჭირდებოდა დიდი დრო და ძალისხმევა. მუდმივად დროის უკმარისობის ფონზე ქალანის მეთოდი დამეხმარა რომ მესწავლა პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინგლისური. მე უკვე გამოვიყენე ინგლისური ენა ჩემს პროფესიულ სფეროში, ასევე ყოველდღიურ კომუნიკაციაში და აღმოვაჩინე სამი რამ: არ მაქვს საუბრის კომპლექსი, მაქვს სიტყვების საკმარისი მარაგი და აზრის გამოხატვა შემიძლია სხვადასხვა გზით. მიუხედავად იმისა, რომ არ ვყოფილვარ საუკეთესო სტუდენტი.“

 

ერეკლე გეწაძე (მსახიობი და სარეკლამო სახე)

“ბრიტანულ ცენტრში მოსვლამდე ვსწავლობდი ინგლისურს, თუმცა საუბარი ძალიან მიჭირდა. ბრიტანულ ცენტრს აქვს მარტივი და მოქნილი მეთოდი ,რომელიც დამეხმარა თავისუფლად მესაუბრა უცხოელ პარტნიორებთან.

მადლობა ბრიტანულ ცენტრს. ”. 

 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში