სტრუქტურა

სტრუქტურა

 

ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ და პოპულარულ ცენტრს საქართველოში. აღნიშნული პოპულარობა და წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ცენტრისადმი გამოხატული ნდობა, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითა და თითოეული მსმენელის წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომებით. 

სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის მიზნით, ბრიტანულ ცენტრში შექმნილია სწავლების ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტებულია 12 სპეციალისტით, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური კურსი და ლონდონის ქალანის ორგანიზაციის (CMO) მიერ მინიჭებული აქვთ ქალანის მეთოდის მასწავლებლების ტრენირებისათვის აუცილებელი სრული კომპეტენციის მქონე ინდივიდუალური ტრენერების კვალიფიკაცია.

ბრიტანული ცენტრის ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის ქალანის სკოლასთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება სიახლეებისა და მეთოდური ცვლილებების, ასევე მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის გამოცდილების გაზიარება, რაც თავის მხრივ, იმის გარანტიაა, რომ ბრიტანულ ცენტრში ქალანის მეთოდით სწავლება ხორციელდება ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ დადგენილი უახლესი მეთოდოლოგიური სტანდარტების სრული დაცვითა და ლონდონის ქალანის სკოლაში სწავლების იდენტური სახით.

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში