მისია და ხედვა

მისია და ხედვა

ჩვენი მისია

ბრიტანული ცენტრის მისიაა ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოს ახალი მილენიუმის გამოწვევების შესაბამისი განათლებით.

მისიის ეფექტური განხორციელებისთვის ბრიტანული ცენტრი ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს:

  • მსოფლიო საგანმანათლებლო ტენდენციები ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის;
  • ნებისმიერი ასაკის მსურველს შეასწავლოს ინგლისური ენა აკადემიური მიზნების, სამსახურეობრივი საჭიროების და ყოველდღიური სოციალური თუ პრაქტიკული კომუნიკაციისათვის;
  • ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით აღზარდოს დღევანდელი ბავშვები მომავლის ლიდერებად.
  • მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით უზრუნველყოს სწავლების უმაღლესი ხარისხი;
  • იყოს ინდივიდუალურ ინტერესებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • აკადემიური წარმატების ხელშესაწყობად უზრუნველყოს მეგობრული და კომფორტული გარემო.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვა გზამკვლევია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ბრიტანული ცენტრი უკვე 2003 წლიდან დაუღალავი შრომით და დიდი ენთუზიაზმით მიიწევს.

ბრიტანული ცენტრის მიზნისკენ სწრაფვისათვის ჩვენს გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის მიერ ჩვენდამი გამოხატული ნდობა და ის ფაქტი, რომ ბრიტანულ ცენტრს ინგლისური ენის სწავლების სფეროში ქვეყნის მასშტაბით ლიდერის პოზიცია უჭირავს.

ბრიტანული ცენტრის გუნდის თითოეულ წევრს სიღრმისეულად აქვს გათავისებული ორგანიზაციის ხედვა - ყოველთვის იყოს პატივითა და ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უახლესი საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მუდმივი იმპლემენტაციის გზით ხელს უწყობს ქვეყანაში უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში