ისტორია

ისტორია

ბრიტანული ცენტრი დღესდღეობით წარმოადგენს ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ სკოლას ამიერკავკასიაში. სკოლამ ფუნქციონირება 2003 წელს მინიმალური რესურსებით დაიწყო, კერძოდ ერთ პატარა შენობაში, სადაც მსმენელთათვის მხოლოდ სამი აუდიტორია ფუნქციონირებდა. ბრიტანული ცენტრი იყო პირველი სკოლა, რომელმაც საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება და აღნიშნულით ინგლისური ენის შესწავლაში ძირეული გარდატეხა მოახდინა.

დაარსების დღიდან ბრიტანული ცენტრი აქტიურად ეწევა საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის პოპულარიზაციას. იმ პერიოდისათვის საქართველოს მოსახლეობაში ჩამოყალიბებული იყო სტერეოტიპული დამოკიებულება, რომ უცხო ენის შესწავლას მრავალწლიანი, რუტინული თავდაუზოგავი მუშაობა ესაჭიროებოდა. ბრიტანულმა ცენტრმა ქალანის მეთოდის დანერგვით აღნიშნულ დამოკიდებულებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქალანის მეთოდს მსოფლიოს 50-ამდე ქვეყანაში რამოდენიმე ასეული სკოლა აქტიურად იყენებდა, საქართველოში ამ მეთოდს არ იცნობდნენ და საზოგადოებისთვის რთულად დასაჯერებელი იყო, რომ ქალანის მეთოდი სხვა სტანდარტული მეთოდებისაგან განსხვავებით ოთხჯერ უფრო სწრაფად ასწავლის ინგლისურს ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს და ამავდროულად ეს პროცესი ადვილი, საინტერესო და სასიამოვნოა. აღნიშნულის პრაქტიკაში დანახვა ბრიტანული ცენტრის მსმენელებმა სულ ორიოდე თვეში შეძლეს და სკოლამ და მეთოდმა საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვება დაიწყო. მოკლე ვადებში კმაყოფილი მსმენელების რაოდენობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ სკოლა გაფართოების საჭიროების წინაშე დადგა. დღესდღეობით ბრიტანული ცენტრი რვა ფილიალს აერთიანებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოს დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ბრიტანული ცენტრი დაარსებიდანვე თანამშრომლობს ქალანის მეთოდის ორგანიზაციასთან (CMO) ქალანის მეთოდით სწავლების სტანდარტების სრული დაცვის მიზნით. ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში ინგლისურ მხარესთან ხშირად ხორციელდებოდა საქმიანი შეხვედრები, როგორც ლონდონში ქალანის სკოლაში ასევე საქართველოში ბრიტანულ ცენტრში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანული ცენტრის და CMO-ს თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა, კერძოდ 2011 წელს CMO-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბრიტანული ცენტრი გახდა ქალანის მეთოდის მასალების ექსკლუზიური დისტრიბუტორი ამიერკავკასიის რეგიონში. 2012 წელს ლონდონის ქალანის სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში რათა ჩაეტარებინა სპეციალური ტრეინინგი ბრიტანული ცენტრის მასწავლებლებისთვის. ცენტრის თორმეტმა მასწავლებელმა CMO-სგან მიიღო შესაბამისი ხარისხი და აღიარებულ იქნენ ქალანის მეთოდის მასწავლებლების ტრენირებისათვის სრული კვალიფიკაციის მქონე ინდივიდუალურ ტრენერებად.

2013 წელს ქალანის ორგანიზაციამ (CMO) შეიმუშავა სკოლების აკრედიტაციის სქემა, რაც გულისხმობს აკრედიტირებულ სკოლებში ქალანის მეთოდით სწავლების სრული სტანდარტების დაცვას. იმავე წელს ბრიტანული ცენტრი გახდა მთელ მსოფლიოში ერთერთი პირველი სკოლა, რომელმაც მიიღო ქალანის ორგანიზაციის აკრედიტაცია.

2013 წლიდან ბრიტანულ ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის საბავშვო კურსებმა კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი სწავლების მეთოდებით Cambridge Super Minds, რომლის გამოყენებაც პირველად ბრიტანული ცენტრის მიერ დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მოხდა. ბრიტანული ცენტრი მუდმივად ზრუნავს სწავლების მაღალ ხარისხზე და ორიენტირებულია თითეული მსმენელის წარმატებაზე.

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში