ქალანის მეთოდის ისტორია

ქალანის მეთოდის ისტორია

ქალანის მეთოდის ავტორი ბატონი რობინ ქალანი ინგლისში, კემბრიჯშეერის პატარა ქალაქ ელიში დაიბადა და აღიზარდა. ოცი წლის ასაკში მეგობრის მიწვევით ის იტალიის ქალაქ სალერნოში გაემგზავრა, რათა ინგლისური ენის სკოლაში მასწავლებლად ემუშავა. იმ პერიოდში რობინ ქალანისთვის ინგლისური ენის სწავლება დამატებით სამუშაოს წარმოადგენდა და მისი სამომავლო გეგმები სრულიად განსხვავებული იყო. ბატონი ქალანი იტალიაში ექვსი თვით ჩავიდა. ჩასვლისთანავე მას ენის სწავლების 2 დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს ე.წ. პირდაპირი სწავლების მეთოდში, რის შემდეგაც ჩააბარეს იტალიელი სტუდენტების ჯგუფი, რომლებმაც ინგლისურ ენაზე არც ერთი სიტყვა არ იცოდნენ, ამავდროულად რობინ ქალანისთვისაც სრულიად უცხო იყო იტალიური ენა. მუშაობის პირველივე თვეებში ის ძალიან დაინტერესდა ინგლისური ენის სწავლებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალანი არ ეთანხმებოდა მეთოდს, რომლითაც ასწავლიდა, იგი ერთი წლით დარჩა იტალიაში და სკოლაში მუშაობის პარალელურად შეუდგა ენის სწავლების ტექნიკებისა და მეთოდების სიღრმისეულ კვლევას და შესწავლას.

სალერნოში მუშაობის პერიოდში მან გადწყვიტა თავად შეექმნა ინგლისური ენის პირდაპირი სწავლების მეთოდი, რომელიც სხვა მსგავსი მეთოდებისაგან 33 ძირითად ასპექტში იქნებოდა განსხვავებული.

ერთი წლის შემდეგ რობინ ქალანი ინგლისში დაბრუნდა, სადაც კიდევ წელიწადი განაგრძობდა ახალ მეთოდზე მუშაობას. ამის შემდეგ მან ისევ სალერნოში დაბრუნება და საკუთარი სკოლის გახსნა გადაწყვიტა. მის ძირითად მიზანს წარმადგენდა არა სკოლის ამუშავება და მართვა, არამედ წიგნის გამოცემა, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ქალანის მეთოდით სწავლება. მეთოდის შემდგომი მეცნიერული კვლევისთვის, მისი პრაქტიკაში გამოყენებისთვის და სრულყოფილად დახვეწისთვის მან სალერნოში სკოლა დაარსა, სადაც ერთადერთი მასწავლებელი იყო და ერთი 12 სტუდენტით დაკომპლექტებული ჯგუფი ჰყავდა. ძალიან მალე ქალანის მეთოდის ეფექტურობამ სკოლაში სწავლის მსურველების რაოდენობა გაზარდა და ბატონ ქალანს მეცნიერული სამუშაოსათვის დრო აღარ რჩებოდა. მან სხვა მასწავლებლების დაქირავება დაიწყო. დაახლოებით 10 წელი იმუშავა ბატონმა რობინ ქალანმა სალერნოში. ამ პერიოდის განმავლობაში ქალანის სკოლა სალერნოში ყველაზე დიდი ენის შემსწავლელი სკოლა გახდა. დაამთავრა რა რობინ ქალანმა მეთოდის სრულყოფილად დახვეწაზე მუშაობა, მან სალერნოში არსებული ქალანის სკოლა სამართავად თავის თანაშემწეებს გადასცა და მეორე სკოლა ქალაქ მილანში გახსნა. სამი თვის განმავლობაში მილანში ქალანის სკოლას უკვე 300-ზე მეტი სტუდენტი ჰყავდა, ამასთანავე სკოლამ ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიცაა Honeywell, Philips, Olivetti, Hewlett Packard და სხვები მათი თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მიზნით. მოკლე პერიოდში რობინ ქალანმა იტალიაში კიდევ 10 სკოლა გახსნა, რომლებიც სამართავად ასისტენტებს გადასცა, თვითონ კი ინგლისში დაბრუნდა. ინგლისში დაბრუნებისთანავე მან ოფისი ქალაქ ლონდონში ოქსფორდის ქუჩის 62-ში გახსნა, სადაც ქალანის მეთოდისთვის მასწავლებლების მომზადებას შეუდგა, მათი სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გაგზავნის მიზნით. საბოლოოდ ოფისი ქალანის სკოლად გადაკეთდა და რამოდენიმე წელიწადში გაფართოების მიზნით ოქსფორდის ქუჩის 139-ში გადავიდა, სადაც ის დღესაც მდებარეობს და მსოფლიოში ენის შემსწავლელ   ყველაზე დიდ სკოლას წარმოადგენს.

მეთოდზე მუშაობის დაწყებისთანავე რობინ ქალანის ძირითად ამოცანას ქალანის მეთოდის მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, მან დაუგზავნა ქალანის მეთოდის შესახებ საინფორმაციო ბროშურები 300 სკოლას _ ლონდონში, ოქსფორდსა და მილანში და მათ ქალანის მეთოდის უფასოდ გამოყენება შესთავაზა. ბატონ ქალანს 300 სკოლიდან არცერთი არ გამოეხმაურა. ვინაიდან რობინ ქალანი ამტკიცდებდა, რომ ამ მეთოდით სტუდენტი სასურველ შედეგს 4-ჯერ უფრო სწრაფად აღწევს ვიდრე სხვა ტრადიციული სწავლების მეთოდები, ქალანის მეთოდი ინგლისური ენის სწავლებაში რევოლუციურ მეთოდს წარმოადგენდა და ყველა სკოლის ხელმძღვანელი სიფრთხილით ეკიდებოდა მის გამოყენებას. აღნიშნული მცდელობების შემდეგ რობინ ქალანმა ხელახლა დააგზავნა სკოლებში შეტყობინებები 12 საფეხურიანი ქალანის წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით და მათ მასწავლებლების უფასო ტრენინგი შესთავაზა, რაზეც ასევე არ მიუღია გამოხმაურება. მეთოდის პოპულარიზაციისთვის გაწეული უშედეგო მცდელობების შემდეგ, რობინ ქალანმა გადაწყვიტა ოფიციალურად მიემართა ედინბურგის ჰერცოგისთვის, რომელიც ინგლისური ენის სწავლების სფეროში უაღრესად კომპეტენტურ ფიგურას წარმოადგენდა. ჰერცოგი წელიწადში ორჯერ ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლეში კომიტეტის შეხვედრებს მართავდა. მიმართვის წერილში რობინ ქალანმა ჰერცოგს სთხოვა, რომ გამოეგზავნა ენათმეცნიერები მეთოდის კვლევისა და ძირეულად შესწავლის მიზნით. თხოვნის შედეგად ქალანს ბატონი დეივიდ ჰიკსი შეხვდა, პიროვნება რომელიც ინგისური ენის მსოფლიო მასშტაბით გამავრცელებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ბატონი ქალანისა და ბატონი ჰიკსის ორსაათაინი შეხვედრის შემდეგ ჰიკსი დარწმუნდა, რომ ქალანის მეთოდს შეუძლია შეასწავლოს ინგლისური ნებისმიერი ასაკის ადამიანს 4-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე სხვა მეთოდებს. ქალანის მეთოდის შემდგომი კვლევის მიზნით ჰიკსმა ბატონი დეივიდ მორგანი გამოგზავნა, ბატონი მორგანი ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ენის პროფესორი იყო. მას ინგლისური ენის სწავლებასთან შეხება 1947 წლიდან ჰქონდა და ყველა მეთოდს კარგად იცნობდა. მორგანმა ქალანის სკოლაში 6 კვირა გაატარა, სადაც თვალყურს ადევნებდა სასწავლო პროცესს, ესაუბრებოდა სტუდენტებს, იკვლევდა მათ შედეგებს და აკვირდებოდა მასწავლებლების ტრენინგებს. პფროფესორი მორგანი მის კვლევით ნაშრომებში აღნიშნავდა, რომ ქალანის მეთოდი არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რაც კი მას შეხვედრია. ბუკინგემის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დეივიდ მორგანმა ედინბურგის ჰერცოგს კვლევების ანგარიში წარუდგინა, თუმცა სხვა ექსპერტები მეთოდის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ, რადაგან მათთვის ამ ვადებში ესოდენ გასაოცარი შედეგების მიღწევა ჯერ კიდევ დაუჯერებელი იყო. 

დაუღალავი მცდელობებისა და ათეული წლების მუშაობის შედეგად დღესდღეობით ქალანის მეთოდი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინგლისური ენის სწავლების სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ქალანის მეთოდი მსოფლიოს დაახლოებით 45 ქვეყანაში გამოიყენება. ლონდონის ქალანის სკოლა ენის შემსწავლელი   ყველაზე დიდი სკოლაა. ქალანის მეთოდის ორგანიზაციში კი გაერთიანებულია _ ქალანის სკოლა, ქალანის მეთოდის მასალების გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია. 

2012 წელს ქალანის მეთოდის მოდერნიზებული მასალები გამოიცა. წიგნების ახალი გამოცემა მოიცავს თანამედროვე ლექსიკურ მარაგს, ფრაზულ ზმნებსა და იდიომატურ გამონათქვამებს. განახლებულ მასალებს დაემატა ინტერაქტიული ელ-სწავლების  პლათფორმა, რაც ქალანის მეთოდს 21-ე საუკუნეშიც ყველაზე ეფექტურ და უალტერნატივო სწავლების მეთოდის რეპუტაციას უნარჩუნებს. 

 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში