ქოლინსის მეთოდი

ქოლინსის მეთოდი

ბრიტანული ცენტრი 2003 წლიდან ათასობით მსმენელს შეასწავლის ინგლისურ ენას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ეფექტური ქალანის მეთოდით. ქალანის მეთოდი უნიკალურია იმით, რომ ოთხჯერ უფრო სწრაფად აღწევს შედეგებს და ემსახურება ენათა ფლობის ოთხივე კომპეტენციის: წერითი, კითხვითი, სმენითი და სასაუბრო უნარების უმაღლეს დონეზე განვითარებას.

ინგლისური ენა ყველაზე დიდი ლექსიკური მარაგით გამოირჩევა. კერძოდ, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტისა და Google-ის კვლევის შედეგად ინგლისურ ენაში 1,013,913 სიტყვა დაფიქსირდა.

2013 წლიდან ბრიტანული ცენტრი საქართველოში ნერგავს ქოლინსის მეთოდს. ქოლინსის მეთოდი გათვალისწინებულია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალ საფეხურს და სურთ ცოდნის გაღრმავება ლექსიკური მარაგის გამდიდრების და ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების კუთხით.

ქოლინსის მეთოდი მოიცავს ინგლისურენოვან ქვეყნებში გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ ფრაზულ ზმნებს, თანამედროვე ლექსიკას და იდიომატურ გამონათქვამებს. მასალა გამდიდრებულია სხვადასხვა ტიპის დიალოგებითა და სავარჯიშოებით. ასევე, მსმენელებს საშუალება ეძლევათ წყვილებში გამართონ დიალოგები ყოველდღიურ აქტუალურ თემებზე.

ქოლინსის მეთოდი სამი ეტაპისგან შედგება:

 

პირველი წიგნი გათვალისწინებულია მათთვის, ვინც ინგლისურ ენას მაღალ საფეხურხე ფლობს და სურს კიდევ გააგრძელოს ენის შესწავლა მეტი პრაქტიკის მიღების მიზნით, რათა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს დიალოგის წარმართვა ინგლისურენოვან გარემოში.

 

 

 

 

 

მეორე წიგნი გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს გახდეს ან უკვე არის თარჯიმანი და ინგლისური ენის მასწავლებელი, ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გაიმდიდროს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი.

 

 

 

 

 

 

მესამე წიგნი გათვალისინებულია მათთვის, ვინც ასევე უმაღლეს დოენზე ფლობს ინგლისურ ენას და სურს კიდევ უფრო გაიღრმაოს ინგლისური ენის ცოდნა. 

 
 
 
 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში