ინგლისური ბავშვებისთვის

ინგლისური ბავშვებისთვის

ბრიტანული ცენტრი ბავშვებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეისწავლონ ინგლისური ენა კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი მეთოდით Cambridge Super Minds. მეთოდი შექმნილია 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის და დაფუძნებულია სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე.

Super Minds წარმოადგენს სწავლების უახლეს,  2012-2013 წლების მეთოდს, 5-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნულ კურსს ბავშვების ინგლისური ენის ცოდნა  აჰყავს ენათა ცოდნის ზოგადევროპული კომპეტენციებით განსაზღვრულ A1 და A2 დონემდე.

Super Minds-ის უნიკალურობა იმაში მგომარეობს, რომ იგი არ წარმოადგენს მხოლოდ ენის შემსწავლელ პროგრამას, არამედ ავითარებს ბავშვების უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით.

კრიტიკული აზროვნება

Super Minds-ში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ბავშვების კრიტიკული  აზროვნების განვითარებას, რაც ხორციელდება სისტემატური და მხიარული გზით. ანალიტიკური აზროვნების განვითარება იწყება საბაზისო აზროვნების უნარების ჩამოყალიბებით, როგორიცაა ნუმერაცია, კატეგორიებად დაყოფა და ა.შ. და ნელ-ნელა აყალიბებს უფრო რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, რისკების მართვა, არჩევანის გაკეთება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები და სხვა.

კრეატიულობა

Super Minds-ში უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის კრეატიულობის განვითარებას. რაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტების შესრულებით, მათ შორის: თეატრალური დადგმებით, მხატვრული კითხვითა და წერით და სხვა.

სხვა სასწავლო პროგრამებით ბავშვები ხელით ქმნიან ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს, თუმცა ისინი პირდაპირ კავშირში არ მოდიან ენის გამოყენებასთან. Super Minds-ის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობას, რომ სხვადასხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ხდება იმ სამიზნე ენაზე, რომლის შესწავლაც ხორციელდება, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის მათთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.

სოციალური ღირებულებები

Super Minds ცდილობს ბავშვები აღზარდოს და ჩამოაყალიბოს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნების შესაბამის გლობალურ მოაზროვნეებად და დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვებში ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დაფუძნებულია სოციალურ ღირებულებებზე, მართებულ ყოფა-ქცევაზე, პასუხისმგებლობის განცდაზე, გულისხმიერებასა და ტოლერანტობაზე. 

ციფრული ტექნოლოგიები

გამომდინარე იქიდან , რომ Super Minds 2012-2013 წლების უახლეს გამოცემას წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 

 
 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში