წესები და პირობები

წესები და პირობები

კურსზე ჩარიცხვა
იმისათვის, რომ გახდეთ ბრიტანული ცენტრის მსმენელი საჭიროა:
  • შეავსოთ რეგისტრაციის აპლიკაცია თქვენთვის სასურველ ფილიალში;
  • წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საცდელი გაკვეთილების შემდეგ გადაიხადოთ რეგისტრაციის თანხა 20 ლარის ოდენობით.

სწავლების საფასური
სწავლის საფასურის გადახდა ხდება, როცა მსმენელი ჩაირიცხება კურსზე -საცდელი გაკვეთილების შემდეგ. საცდელ გაკვეთილების პერიოდში თანხის შემოტანა არ არის სავალდებულო, სწავლის საფასურს გადახდის ვალდებულება წარმოიშვება, მხოლოდ საცდელი გაკვეთილების ამოწურვის შემდეგ.

საცდელი გაკვეთილები
საცდელი გაკვეთილები გათვალისწინებულია ნებისმიერი მსურველისთვის. ყველას აქვს შესაძლებლობა დაესწროს 6 გაკვეთილს სწავლის საფასურის წინასწარი გადახდის გარეშე. აღნიშნული გაკვეთილების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ მსმენელი გადაწყვეტს სასწავლო კურსზე ჩარიცხვას.

კურსის შეცვლა
მსმენელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეიცვალოს კურსის განრიგი, გამომდინარე იქიდან, არის თუ არა სკოლაში შესაბამისი დონის კურსი მისთვის სასურველ დროს. კურსის ცვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სწავლის ღირებულების შეცვლა საათობრივი გრაფიკის მიხედვით.

დასვენების დღეები
კურსის ხანგრძლივობა ითვალისწინებს მხოლოდ საზოგადოებრივ დასვენების დღეებს (სახალხო-საეკლესიო დღესასწაულები: 23 ნოემბერი; 31 დეკემბერი; 1,2,7 იანვარი; 3 მარტი; 26 მაისი; აღდგომის დღესასწაულის დასვენების დღეები).

ჯგუფები
ბრიტანული ცენრტი იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეაერთოს ჯგუფები, ასევე შეცვალოს მასწავლებელი/აუდიტორია. სკოლა არ იძლევა გარანტიას კურსის ხანგრძლივობის ან ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა ყველაფერი კეთდება, რათა შესრულდეს მსმენელის მოთხოვნა. სკოლა აგრეთვე იტოვებს უფლებას მსმენელი ჩასვას შესაბამისი დონის ჯგუფში, მისი პედაგოგის გადაწყვეტილების საფუძველზე ან იმის მიხედვით, თუ რა შედეგი ქონდა მას დონის განმსაზღვრელ ტესტში.

მსმენელის მონაცემები
რეგისტრაციის შემდეგ, მსმენელის თანხმობით, მისი მონაცემები შედის სკოლის მონაცემთა ბაზაში. მსმენელი ვალდებულია აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ცვლილების შესახებ მის საცხოვრებელ მისამართთან ან საკონტაქტო მონაცემებთან დაკავშირებით.

მოქცევა
სკოლის ნებისმიერი მსმენელი ვალდებულია მოიქცეს ქცევის ნორმების შესაბამისად. სკოლას აქვს უფლება უარი უთხრას სწავლებაზე ნებისმიერ მსმენელს, რომლის მოქმედება იწვევს სხვების შეწუხებას. მსგავსი მსმენელისთვის კურსი ჩაითვლება გაუქმებულად.

საჩივრები
საჩივრის ბლანკები ხელმისაწვდომია სკოლის მისაღებში ნებისმიერი მსმენელისთვის. სკოლა მიიღებს ყველა კონსტრუქციულ საჩივარს და გულდასმით განიხილავს მათ.

პასუხისმგებლობა
ბრიტანული ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე პირადი დაზიანების, ან რაიმე პირადი საკუთრების დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, ხანძრის, გაქურდვის, ევაკუაციის, ან სხვა შემთხვევებში.

ფორს მაჟორი
ბრიტანული ცენტრი არ არის ვალდებული თავის თანამშრომლების და წარმომადგენლების წინაშე აანაზღაუროს დაზიანებები და შეწყვეტილი კურსი მიწისძვრის, ხანძრის, აფეთქების, ტერორიზმის, ან სხვა შემთხვევებში, რაც არ ექვემდაბარება კონტროლს.
 
 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში