ვისწავლოთ ინგლისური

ვისწავლოთ ინგლისური

ინგლისური ენა რომ მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ენადაა აღიარებული ეს 21-ე საუკინის რეალობაა. ინგლისური როგორც მსოფლიო დიპლომატიის ენას წარმოადგენს, ასევე ის სართაშორისო კომერციისა და ბიზნესის საკომუნიკაციო საშუალებაა. მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანისთვის ინგლისური მშობლიური ენაა, დაახლოებით იმდენივე ადამიანისთვის ინგლისური წარმოადგენს მეორე ენას, ხოლო 1 მილიარდ ადამიანამდე ამა თუ იმ დონეზე ფლობს ინგლისურს, როგორც უცხო ენას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნების სკოლებში ისწავლება ინგლისური ენა. ინგლისურის ცოდნა დღევანდელ მსოფლიოში ესოდენ მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ამ ენის ცოდნა არის ერთგვარი პასპორტი უკეთესი კარიერისთვის, სხვადასხვა სფეროში უფრო პროგრესული ცოდნის მიღებისათვის და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვისათვის. საქართველოშიც, როგორც მსოფლიოს სხვა პროგრესულად განვითარებად, თუ მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში ინგლისური ენის ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით სურთ ინგლისურის შესწავლა, ზოგს აკადემიური თუ სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგს კი სოციალური კომუნიკაციისა, თუ უცხოეთში მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად სჭირდებათ. მაგრამ ბევრს წარმოუდგენია, რომ უცხო ენის შესწავლა ძალზედ შრომატევადი და რთული პროცესია და სწორედ ამიტომ დიდი სურვილის მიუხედავად ბევრი ადამიანი ამას ვერ ახერხებს, გარდა ამისა ამ გრძელვადიანი პროცესს დიდ ხარჯებთან აკავშირებენ.

ბრიტანული ცენტრი საქართველოში ქალანის მეთოდის დანერგვის შემდეგ უკვე ათი წელია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უადვილებს ზემოაღნიშნული რთული გზის გავლას და ინგლისურ ენას ასწავლის 4-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე სხვა სტანდარტული მეთოდებით არის გათვალისწინებული, რაც მსენელს შესაბამისად 4-ჯერ ნაკლები თანხა უჯდება.

ამასთანავე, ბრიტანული ცენტრი პირველი სკოლაა საქართველოში, რომელმაც დანერგა რა კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის შესწავლის სუპერ თანამედროვე საბავშვო მეთოდი - Cambridge Super Minds, გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ინგლისური ენის ადრეული ასაკიდან სრულყოფილად შესწავლას.

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში