Callan for Business

ქალანი ბიზნესისთვის წარმოადგენს ქალანის მეთოდის უახლეს გამოცემას, რომელიც დაფუძნებულია ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ქალანის მეთოდის ფუნდამენტურ პრინციპებზე, ამავდროულად აღჭურვილია 21-საუკუნის საქმიან გარემოში არსებული ლექსიკითა და ფრაზეოლოგიური თუ იდიომატური გამოთქმებით.

დაწვრილებით >>

Callan Conference 2014 Cambridge, UK

2014 წლის აგვისტოში ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ მსოფლიოს აკრედიტირებული სკოლების შეხვედრა განახორციელა. კონფერენციაზე მიწვეული იყო ბრიტანული ცენტრიც, როგორც CMO-ს მიერ აკრედიტირებული ერთ-ერთი პირველი სკოლა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოხდა სხვადასხვა ქვეყნების სკოლების გამოცდილების გაზიარება და ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა როგორიცაა პირატული სკოლების მიერ მეთოდის დამახინჯებულად გამოყენება და მათთან ბრძოლის მექანიზმები.

დაწვრილებით >>

ქალანის მეთოდის მოდერნიზებული სასწავლო მასალები

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ინტენსიური მუშაობის შედეგად 2012 წელს ქალანის მეთოდის განახლებული მასალები გამოიცა. ახალ წიგნებში მაქსიმალურად დაცულია სწავლების ის ფუნდამენტური საფუძვლები, რომლებიც შემუშავებულ იქნა რობინ ქალანის მიერ და 1960 წლიდან მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად აქცია. ამავდროულად, წიგნების ახალი გამოცემა აღჭურვილია თანამედროვე სიტყვათა მარაგით, ფრაზეოლოგიური და იდიომატური გამოთქმებით და მაქსიმალურად მორგებულია 21-ე საუკუნის რეალობას. 

დაწვრილებით >>

ბრიტანული ცენტრი - ახალგაზრდული პროექტის მხარდამჭერი

ბრიტანული ცენტრის მისიაა ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოს ახალი მილენიუმის გამოწვევების შესაბამისი განათლებით. ბრიტანული ცენტრს უკვე 10 წელია საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული განათლების სისტემის განვითარებაში, მუდამ მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს.

დაწვრილებით >>

ინგლისური ენის შესწავლა დღითი-დღე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული სკოლა - ბრიტანული ცენტრი მსმენელთათვის სასიამოვნო სურპრიზებით ხვდება 2013-2014 სასწავლო წელს და 10 სექტემბრამდე ჩარიცხულ მსმენელებს ორთვიან 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს!

დაწვრილებით >>

ბრიტანული ცენტრი - მეცენატი სოფლის მაშენებელი 2012

ბრიტანული ცენტრი Georgian Art Holding-ისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული პროექტის „სოფლის მაშენებელი 2012“ გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს უმსხვილესი ქართული კომპანიების წლიური საქმიანობის შეფასებას, ანალიზს და ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა კუთხით გაწეული ღვაწლის გამოვლენას.

დაწვრილებით >>

ბრიტანული ცენტრი - ლონდონის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ აკრედიტირებული პირველი სკოლა

ბოლო წლების განმავლობაში ქალანის ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს იმ საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სისტემის შექმნაზე, რომლებიც აქტიურად იყენებენ ქალანის მეთოდს.

აკრედიტაციის მისაღებად ქალანის ორგანიზაცია ახორციელებს ყოველ კონკრეტულ სკოლაში სწავლების ხარისხის შესწავლას, კონტროლს, მონიტორინგს და ახდენს შესაბამის შეფასებას. ამის შემდეგ თუ სკოლა აკმაყოფილებს ქალანის მეთოდის გამოყენების ყველა სტანდარტს იგი ღებულობს შესაბამის აკრედიტაციას რაც წარმოადგენს მისი ოფიციალური აღიარების დოკუმენტს.

დაწვრილებით >>

ბრიტანული ცენტრი კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მათ, ვისაც სურს ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავოს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში

ბრიტანული ცენტრი კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მათ, ვისაც სურს ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავოს დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში.

ინგლისის სამხრეთ ნაწილში, ლონდონიდან საათნახევრის დაშორებით მდებარეობს პატარა ისტორიული, ზღვისპირა ქალაქი Ramsgate, რომელიც ინგლისის ყველაზე მზიან და თბილ მხარესაა განლაგებული. ამ ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური ენის შემსწავლელი საერთაშორისო სკოლა Churchill House School of English, რომელიც 1971 წელს დაარსდა და დღესდღეობით გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ უდიდეს დამოუკიდებელ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლას წარმოადგენს. 

დაწვრილებით >>

ABC სკოლა

ბრიტანულ ცენტრში საკმაოდ გახშირდა მომართვები ინგლისში ენის კურსებზე გაგზავნასთან დაკავშირებით, მსმენელების შეძენილი ცოდნის ინგლისურენოვან გარემოში გამოყენებისა და მისი შემდგომი გარღმავების მიზნით. 

აღნიშნულთან დაკავშირბით ბრიტანული ცენტრის წარმომადგენლები სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ლონდონში სადაც ხელშეკრულება გააფორმეს ერთერთ პრესტიჟულ სკოლასთან - ABC SCHOOL-თან, რომელსაც გააჩნია ქალანის მეთოდით სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება და მდებარეობს ლონდონის ერთერთ ყველაზე პოპულარულ უბანში Covent Garden-ზე.

დაწვრილებით >>

ბრიტანულ ცენტრის 12 სპეციალისტს CMO-სგან მიენიჭა ქალანის მეთოდის მასწავლებელთა ინდივიდუალური ტრენერების ხარისხი

სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი! 

ბრიტანულ ცენტრში მუდმივად ხორციელდება სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა. ამისათვის ცენტრში შეიქმნა სწავლების ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტებულია 12 სპეცილისტით, რომლებმაც 2012 წლის ივნისში გაიარეს სპეციალური ტრეინინგი და მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები. ტრეინინგი ორგანიზებული იყო ლონდონის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ. ტრეინინგი ჩაატარა ლონდონის ქალანის სკოლის ერთერთმა ხელმძღვანელმა ელისონ ჯონსმა. 

დაწვრილებით >>

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში