აკრედიტირებული სკოლა

აკრედიტირებული სკოლა

 

ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისური ენის შემსწავლელ პირველ სკოლას ამიერკავკასიაში, რომელმაც 2003 წელს საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება.

დაარსების დღიდან ბრიტანული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის ქალანის  ორგანიზაციასთან (CMO) სწავლების მეთოდოლოგიური მოთხოვნებისა და სტანდარტების ხარისხის უზრუნველყოფის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების განხორციელებისას ქალანის მეთოდის ავთენტური მასალების გამოყენების კუთხით.

ქალანის მეთოდი 1960 წელს შეიქმნა და უკვე 50 წელზე მეტია, რაც მას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი იყენებს ინგლისური ენის შესასწავლად. წლების განმავლობაში მეთოდის შედეგებით კმაყოფილი სტუდენტების რიცხვის ზრდასა და მეთოდის  არნახულ პოპულარიზაციასთან ერთად, მრავალმა სკოლამ დაიწყო სასწავლო პროცესში ქალანის მეთოდის  გამოყენება, თუმცა ხშირად მეთოდის სახეცვლილი ან მეთოდური ნორმების დარღვევის ფორმით, რამაც ქალანის მეთოდის რეპუტაცია საფრთხის წინაშე დააყენა. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ლონდონის ქალანის ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა იმ საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სისტემის შექმნაზე, რომლებიც სწავლებას მეთოდოლოგიური სტანდარტებისა და ნორმების სრული დაცვით ახორციელებდნენ. 

აკრედიტაციის მისაღებად ქალანის ორგანიზაცია  ყოველ კონკრეტულ სკოლაში ახორციელებს სწავლების ხარისხის შესწავლას, კონტროლს, მონიტორინგს და ახდენს შესაბამის შეფასებას. ამის შემდეგ თუ სკოლა აკმაყოფილებს ქალანის მეთოდის გამოყენების სტანდარტს ის ღებულობს შესაბამის აკრედიტაციას, რაც წარმოადგენს მისი ოფიციალური აღიარების დოკუმენტს.

ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ 2013 წელს აამოქმედა  საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციის სქემა, ხოლო ბრიტანული ცენტრი გახდა მსოფლიოში ერთერთი პირველი სკოლა რომელმაც, მოიპოვა CMO - ს აკრედიტაცია. 

სიახლეების გამოწერა

იმისათვის, რომ მიიღოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ სიახლეები, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

  • (+995 32) 298-99-99

შემოგვიერთდით

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელებში